საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საწარმოთა (არაფინანსური კორპორაციების სექტორი) 2012 წლის IV კვარტალის გამოკვლევის საველე სამუშაოები დაიწყო. გამოკვლევას ექვემდებარება ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი საწარმო, ხოლო საშუალო და მცირე საწარმოების გამოკვლევა ხორციელდება შერჩევით.
აღნიშნული გამოკვლევის შედეგად მიიღება ბიზნეს სექტორის საქმიანობის ამსახველი ეკონომიკური მაჩვენებლები სხვადასხვა ჭრილში. ესენია: ბრუნვა, პროდუქციის გამოშვება (ფულად და ნატურალურ გამოსახულებებში), დასაქმებულთა და დაქირავებულთა რაოდენობა, საშუალოთვიური ხელფასი, ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში, შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიკაცია და ა.შ.
გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნდება 2013 წლის 6 მარტს. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული გამოკვლევის შედეგები წარმოადგენს მაკროეკონომიკური და შრომის სტატისტიკის მაჩვენებლების გაანგარიშების საფუძველს