დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიებზე მომუშავე პოლიტიკურ პარტიებთან მუშა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ძირითადი თემა ტექნიკური საკითხები იყო.
პოლიტიკური პარტიები შეთანხმდენ, რომ სიების გადამოწმების მუშაობის პროცესში ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.
ცესკო-ს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით მსგავსი სამუშაო შეხვედრები ყოველ შაბათს გაიმართება. ზურაბ ხარატიშვილმა თხოვნით მიმართა პოლიტიკურ პარტიებს სიებში აღმოჩენილი ხარვეზების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ ცესკო-ს, რათა მალევე მოხდეს სიების გასწორება.
"ჯერ ყველაფერი საწყის ეტაპზეა, როგორც მივხვდი პოლიტიკური პარტიები ახლა გეგმავენ თავიანთ საქმიანობას - გეოგრაფიული ნიშნით ინაწილებენ საარჩევნო ოლქებს. შეხვედრები გაგრძელდება და ინტენსიურ ხასიათს მიიღებს", - განაცხადა ხარატიშვილმა.