დღეს, 17:00 საათზე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, AhuAhu Foundation-ის და EYE Film Institute Netherlands-ის თანამშრომლობით, ჰოლანდიური ექსპერიმენტალური კინოს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორის - ფრანს ზვარჩეს ერთ დღიანი გამოფენა გაიმართება.
ზვარჩე პირველი ჰოლანდიელი მხატვარია, რომელმაც ვიდეოს გამოყენება საკუთარი პერფორმანსების გადაღებით დაიწყო და ეს პრაქტიკა ექსპერიმენტული ფილმების შექმნაში გადაიტანა.
სექსუალობის ინტერპრეტაციის, სისასტიკის, სტრესის, ადამიანური შესაძლებლობების და უძლურების კვლევაზე, 1968 წლიდან დღემდე გადაღებული ორმოცდაათამდე ფილმის ავტორი, თავადვე არის ნამუშევრების სცენარისტი და დასამახსოვრებელი მუსიკის შემქმნელი.
„ფრანს ზვარჩე თავისი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპერიმენტალისტი რეჟისორია". - სუზან ზონტაგი