ქართველი და ე. წ. სამხრეთოსეთელი პატიმრების გაცვლა უნდა მოხდეს პრინციპით "ყველა-ყველაზე", - ეს განცხადება დღეს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ გააკეთა.
"ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ქართველი და სამხრეთოსეთელი პატიმრების გაცვლა "ყველა-ყველაზე" პრინციპით უნდა მოხდეს და არა სხვაგვარად", _ განაცხადა გაგლოითიმ.
მისი მონაცემებით, დღეისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ციხეში სასჯელს საქართველოს ხუთი მოქალაქე იხდის. დანარჩენი საქარველოს ტერიტორიაზე ე.წ. სამხრეთოსეთელი პატიმრების რაოდენობა 13-ია.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 2013 წლის 29 იანვარს უნდა გაიმართოს.