17 დეკემბერს, 13:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში (მარჯანიშვილის 7, II სართ.) თიბისი ბანკის აქციონერები - ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD), IFC (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, DEG (Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft mbH) გერმანული ბანკის KfW-ს განვითარების ორგანიზაცია და ჰოლანდიური განვითარების ბანკი FMO (Nerlandese Financierings-Maatschappi Voor Ontwikkelingsladen N.V.) - სხვა აქციონერებთან ერთად გეგმავენ, ხელი მოაწერონ თიბისი ბანკის კაპიტალის გაზრდის შესახებ ხელშეკრულებას.
მათი განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია ხელს შეუწყობს თიბისი ბანკის შემდგომ ზრდასა და განვითარებას მომავალი წლების განმავლობაში.