რეგიონების პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის მოქმედ პრემიერ მინისტრს იულია ტიმოშენკოს გადადგომისა და ოპოზიციაში გადასვლისაკენ მოუწოდებს. იანუკოვიჩის ეს განცხადება "რეგიონების პარტიის" ოფოციალურ ვებ-გვერდზეა დღეს გამოქვეყნებული.
"ოფიციალურად მივმართავ პრემიერ-მინისტრს, მივმართავ გადადგეს და წავიდეს ოპოზიციაში", _ აცხადებს იანუკოვიჩი და დასძენს, რომ დემოკრატი ლიდერები ყოველთვის ითვალისწინებენ ხალხის ნებას.