ლოს-ანჟელესის კორონერმა (გამომძიებელი, რეომელიც საიდუმლო გარდაცვალების ფაქტს იძიებს) გამოაქვეყნა სრული ანგარიში პოპ მუსიკის მეფის მაიკლ ჯეკსონის ექსპერტიზის მასალებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ჯეკსონი მოკლულ იქნა პროპოფოლის გადამეტებული დოზით.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯეკსონის ექიმი, კარდიოლოგი კონრად მიურეი არ აღიარებს საკუთარ თავს დამნაშავედ და აღნიშნავს რომ ჯეკსონს პროპოფოლის ინექცია დაძინების მიზნით გაუკეთა.
ანესთეზიოლოგის სელმი კალმზის განცხადებით, რომელიც საქმესთან დაკავშირებით კონსულტანტად არის დაქირავბეული, არ არსებობს პროპოფილის გამოყენებიბს შემთხვევა უძილობის შესამსუბუქებლად.
ჯეკსონის ექიმი სასამართლომ 75 ათასი დოლარის გირაოს ნაცვლად გაათვაისუფლა და ქვეყანაში თავისუფალი გადაადგილების საშუალება აქვს, თუმცა სამართლადამცავებმა მას პასპორტი ჩამოართვეს.
როგორც პროკურტურის საბრალდებო დასკვნაშია მითითებული, ჯეკსონის ექიმი კონკრეტულ სიტუაციაში მოიქცა "უკანონოდ, მაგრამ ცუდი განზრახვის გარეშე". კარდეოლოგის ბრალეულობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი შეცადა მომღერალი ძლიერი დამამშვიდბელის ინექციის გზით დაეძინებინა.
შესაბამისად იგი მოქმედებდა "წინდაუხედავად". ჯეკსონის გარდაცვალების დასკვნაში აღნიშნულია, რომ იგი გარდაიცვალა "პრეპარატ პროპოფილის ძლიერი ინტოქსიკაციით, რომელიც გამოწვეული იყო "სხვა ადამიანის მიერ მისთვის პრეპარატის შეყვანით".
აღნიშნულმა პროკურატურას შესაძლებლობა მისცა მიურეი არა განზრახ ჩადენილი მკვლელობაში დაედანაშაულებინა.
შეგახსენებთ რომ ჯეკსონი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა.