ხვალ, 10 დეკემბერს, 13:00 საათზე ფინანსთა სამინისტრო უმასპინძლებს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს და 6 სამინისტროს (ენერგეტიკა, ჯანდაცვა,განათლება, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები) პირველ პირებს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის წევრებისათვის მსოფლიო ბანკი გამართავს დოკუმენტის „სახელმწიფო ხარჯების ანალიზი - ხარჯების მართვა მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის" პრეზენტაციას.
ხვალვე, 15:00 საათზე - საქართველოს ფინანსთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ჩეხეთის ელჩთან საქართველოში. განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.