2012 წელის შედეგების მიხედვით, რუსეთის თანემედროვე ხელოვნებაში ყველაზე გავლენიანი ადამიანი მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორი ვასილი წერეთელი გახდა.
ექსპერტები ახალგაზრედა ტოპ-მენეჯერის აქტივებში მუზეუმის რებრენდინგს, "ტოტარტ-ის", ლეონიდ საკოვის იოსეფ ბოისას რეტროსპექტივასა და სხვა მაღალ დონეზე გამართულ გამოფენებს ასახელებენ.
მეორე ადგილზე მოსკოვის Multimedia Art Museum-ის დირექტორი ოლგა სვიბლოვა, ხოლო მესამეზე "ფარეხის" დამფუძნებლები რომან აბრამოვიჩი და დარია ჟუკოვა აღმოჩნდნენ, რომლებსაც რეიტინგში გასულ წელს პირველი ადგილი ჰქონდათ.
რეიტინგს ტრადიციულად ჟურნალი "არტქრონიკა" აქვეყნებს და მის შედგენაში არტ-საზოგადოების სხვადასხვა სფეროს 11 წარმომადგენელი მონაწილეობს.
ვასილ წერეთელი თანამდეროვე ხელოვნების მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორი 2002 წელს გახდა. გასული წლების განმავლობაში მან განახორციელა მრავალი საინტერესო პროექტი. ცალკეული პროექტები თანამედროვე ხელოვნების სფეროში "ინოვაციისა" და "კანდინსკის პრემიებზე" იყო ნომინირებული.
ვასილ წერეთელი 1978 წლის 31 იანვარს თბილისში დაიბადა. იგი ორი წელი სწავლობდა ნიუ-იორკში დიზაინის უნივერსიტეტში Parson School of Design. 2000 წელს დაამათავრა ნიუ-იორკის School of Visual Arts.
ვასილ წერეთელი წარმატებულად საქმიანობს მხატვრობაში, ფოტოგრაფიაში, სკულპტურაში. იგი არის რამდენიმე ვიდეოინსტალაციის ავტორი - მათ შორის - განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს "ეძღვნება დაღუპულ ბავშვებს", "შიშველი სიმართლე". ვასილ წერეთელი არის მრავალი პერფორმანისა და გამოფენის ავტორი.
ვასილ წერეთელს ჰყავს მეუღლე - ესპანელი მოდელი კირა საკარელო და ოთხი შვილი- სამი ვაჟი და გოგონა.
მასალის გამოყენების პირობები