ჰაიტში 12 იანვარს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 230 ათას დამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ ქვეყნის კავშირგაბმულობის მინისტრმა მარი ლორანს ჟოსლი ლასერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს სამწუხარო სტატისტიკა ჯერ კიდვე არ არის დახურული.
"დაღუპულთა მნიშვნელოვანი ნაწილი სტიქიის პირველსავე დღეს იქნა დასაფლავებული. მათ შორის ნათესავების მიერ კერძო სასაფლაოებზე" - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ აღნიშნული სრული სტატისტიკური სურათის წრამოდგენის საშუალებას არ იძლევა.
ჰაიტის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით კი სხვადასხვა სახის დაზიანებები 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო ხოლო 1 მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი.