უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი და წინასწარი მონაცემებით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ იგი არ არის კრემლის მარიონეტი და პრეზიდენტის რანგში გადაწყვეტილებების მიღებისას რუსეთის ინტერესებით არ იხელმძღვანელებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილებების მიღებისას მთავარი იქნება საკუთრაი ხალხის ინტერესების გათვალისწინება.
შესაბამისი განცხადება იანუკოვიჩმა სი-ენ-ენ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
რეგიონების პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობებისას მთვარი პრიორიტეტი იქნება ენერგორესურსების სტაბილუირ მიწოდების უზრუნველყოფა.
მისივე თქმით, უკრაინის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა დაეფუძნება ურთიერთინტერესებს და როგორც რუსეთთან ასევე ევროკავშირთან კარგ ურთიერთობებს.
იანუკოვიჩის განცხადებით, რომელიც წარსულში არაერთხელ გამოდიოდა უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ აცხადებს, რომ კიევი გააგრძელებს "თანამშრომლობას ჩრიდილოატლანტიკუე ალიანსთან, თუმცა უკრაინის წევრობა ამ ორგანიზაციაში უნდა გადაწყდეს საერთო სახალხო რეფერენდუმით".
რაც შეეხება უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობებს, იანუკოვიჩის განცხადებით, ამ მიმართულებით გადაიდგმევა ნაბიჯები, რათა ევროკავშირთან გაფორმდეს ხელშეკრულება თავისუფალ ვაჭრობაზე.
მან ასევე პირობა დადო, რომ შეძლებს გააერთიანოს ორ პოლიტიკურ ბანაკად გაყოფილი ქვეყანა და საბოლოოდ მსოფლიოს 20 განვითარებულ ქვეყნებს შორის მოხვდეს.
იანუკოვიჩმა ასევე მოუწოდა იულია ტიმოშენკოს აღიაროს არჩევნებში დამარცხება.
"ეს ქვეყანა 5 წლის განმავლობაში იყო დემოკრატიული და არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. იულია ტიმოშენკო ღალატობს ნარინჯისფერი რევოლუციის პრინციპებს იმით რომ არ აღიარებს საკუთარ დამარცხებას" - განუცხადა სი-ენ-ენს იანუკოვიჩმა.