ყავა ღვიძლის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სულ უფრო ნათელი ხდება ყავის დადებითი გავლენა ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე პირებზე.
სამეცნიერო კვლევაში, რომელიც 4 წელიწადს გრძელდებოდა, 800-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის 38 % იყო 48 წლამდე მამაკაცი. ამათგან 29 % საერთოდ არ სვამდა ყავას. 28 % დღეში მხოლოდ ერთ ფინჯან ყავას მირთმევდა, 15 % ორ ფინჯანს, ხოლო 38 % ორ ფინჯანზე მეტს.
კვლევის შედეგად დაგინდა, რომ ყავის მოხმარება მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ღვიძლის ფიბროზის მძიმე ფორმის განვითარებაზე. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ყავა ასევე დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის სხვა დავადებებზე. ექსპერტები აღნიშნულს ხსნიან იმით, რომ ყავა "რთული სუბსტანციაა", რომლის ყველა ინგრედიენტს აქვს თავისი მნიშვნელობა. ის შეიცავს მრავალ კომპონენტს, მათ შორის კოფეინს, ვიტამინებს, ფენოლს და ასე შემდეგ , რომლებიც მთლიან კომპლექსში დადებით გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.