9 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მუხრან მაჭავარიანისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. საღამოს წარუძღვება დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.
ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.
ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი 1929-2010 წლებში მოღვაწეობდა. იყო რუსთაველის პრემიის ლაურეატი. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.