გაუბედავობა ზრდის გულის შეტევით სიკვდილის რისკს, - ასეთ დასკვნამდე თითქმის ოცდაათწლიანი კვლევების შედეგად მივიდნენ ჩიკაგოს Northwestern-უნივერსიტეტის მეცნიერები.
მათ შეისწავლეს საშუალო ასაკის დაახლოებით ორი ათასი ადამიანი. შედეგმა აჩვენა, რომ გულის პრობლემებით გარდაცვალების ალბათობა გაუბედავ, დაბალი აქტივობის მქონე ადამიანებში 50%-ით მაღალია, ვიდრე აქტიურებში.
თავდაპირველად ამერიკელმა მკვლევარებმა სთხოვეს ექსპერიმენტის მონაწილეებს, შეევსოთ კითხვარები, რომელიც მიზნად ისახავდა მათი ხასიათის შეფასებასა და პიროვნების სოციალური ასპექტების გარკვევას. დასკვნები აშკარაა: გულზე ისეთი რისკფაქტორების გათვალისწინებითაც, როგორიცაა მოწევა,ასაკი, ზედმეტი წონა და ალკოჰოლის მოხმარება, გაუბედავი და უკონტაქტო ადამიანები სათავეში უდგანან რისკის ჯგუფს.
მიზეზი, რომელიც საფუძვლად უდევს მზარდ რისკს, მართლაც ბევრია: ცხოვრებაში ნებისმიერი ცვლილებების დროს გაუბედავი და თავშეკავებული ადამიანები უფრო ადვილად ექვემდებარებიან სტრესს, გარკვეულწილად ხასიათი მოქმედებს ტვინის იმ ნაწილზე,რომელიცპასუხისმგებელია გულის ფუნქციის სწორ შესრულებაზე.
მეცნიერებმა განმარტეს, რომ მრავალი წლის კვლევებმა აჩვენა კავშირი პიროვნების ტიპსა და ორგანულ პათოლოგიას შორის, და მხოლოდ ერთი ფსიქოტიპი არ დაუკავშირდა არც ერთ დაავადებას: საუბარია ტიპზე, რომელიც მშვიდ ადამიანებს აერთიანებს. ისინი არსებითად ყველაზე ჯანმრთელები არიან.