უკრაინის ცესკომ ამომრჩეველთა ხმების დათვლა მთლიანად დაასრულა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველადი შედეგები რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
უკრაინის ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში "რეგიონების პარტიის" ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გაიმარჯვა. მას ხმა ამომრჩეველთა 48,95 %-მა (12 481 268) მისცა. რაც შეეხება იულია ტიმოშენკოს ის მხოლოდ 3, 48 %-ით ჩამორჩება მის კონკურენტს. ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყნის პრემიერს მხარდაჭერა 11 593 340-მა ამომრჩეველმა აღმოუჩინა.
ცესკომ ხმების სრულად დათვლა ცოტა ხნის წინ დაასრულა, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოსაცხადებლად მას ვადა 17 თებერვლამდე აქვს.