მეტრომშენის დასახლებაში ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. აფანასიევის ქუჩის 2 ნომერში გაჩენილი ხანძრის შედეგად 62 წლის ირაკლი ვაშაკიძე დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ის სახლში მარტო, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე ცეცხლს სამი სახანძრო მანქანა აქრობდა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება დროულად ვერ მოხერხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.