საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "რუსეთის ნებართვაზე, მიჰყიდნონ ერთი ვერტმფრენმზიდი "მისტრალი", საფრანგეთის "პრინციპული თანხმობა" მიიღეს. ეს განცხადება დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცაილურმა წარმომადგენელმა ბერნარ ვალერომ გააკეთა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ "მხარეთა შორის მოლაპარაკებები გრძელდება".
სულ საფრანგეთის სამხედრო საზღვაო ფლოტში ორი "მისტრალის" ტიპის ვერტმფრენმზიდია და ამჟამად მესამის მშენებლობა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში რუსეთის ფლოტის სარდალმა ვლადიმერ ვისოცკიმ განაცხადა, რომ რუსეთსაც შეუძლია, თავად ააშენოს "მისტრალის" ტიპის გემი, თუმცა ამისთვის აუცილებელია შესაბამისი მომზადების გავლა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებლისას ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ "არ მიდის საუბარი გემის უბრალოდ ყიდვაზე", ასევე იგეგმება უცხოური ტექნოლოგიების მოზიდვა ამგვარი გემების რუსეთში ასაშენებლად.
"მისტრალის" კლასის სადესანტო ვერტმფრენმზიდის სიგრძე 210 მეტრია, სიგანე _ 30 მეტრი, მაქსიმალური სიჩქარე _ 19 კვანძი, მისი ეკიპაჟი 160 ადამიანისგან შედგება. მასზე 450 დესანტი, 16 მძიმე ვერტმფრენი, 4 სადესანტო კატერი, ბაქანზე 40 ტანკი ან 70 ავტომობილი, 16 საბრძოლო მანქანა ეტევა. მისტრალის ღირებულება დაახლოებით 400-500 მილიონი ევროა.
"იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს და ფრანგულ ავიამზიდს "მისტრალს" იყიდის, მას იქ გამოიყენებს, სადაც საჭიროდ მიიჩნევს", _ აცხადებდა გასული წლის 29 ნოემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი. კითხვაზე _ შეძენის შემთხვევაში, გამოიყენებს თუ არა რუსეთი "მისტრალს" საქართველოს წინააღმდეგ _ რუსეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებდა: "გარწმუნებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რამეს შევიძენთ, მას იქ გამოვიყენებთ, სადაც საჭიროდ მივიჩნევთ".
აღსანიშნავია, რომ რუსეთი, ამას გარდა, ცდილობს, მიიღოს ლიცენზია ოთხი ახალი გემის ასაშენებლად, რაც აღნიშნული გერიგების ღირებულებას კიდევ 1-1,2 მილიონი ევროთი გაზრდის.
ვისოცკი აღნიშნავს, რომ ამ გემს იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც რუსული გემი 26 საათის განმალობაში შეასრულებს, მხოლოდ 40 წუთი დასჭირდება.