დღეს თბილისში ერწოს ქუჩა #6-ში მდებარე სამშენებლო კომპანია "ხარსაზე" ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. სავარაუდოდ გატაცებულია 20 ათასი ლარი. წინასწარი ინფორმაცით ოფისში სამი შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა და კომპანიის ბუღალტერს იარაღის მუქარით ფული გასტაცა. ბოროტმოქმედებმა დანასაულის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიებაში ჩართულია კინოლოგთა ჯგუფიც.
აღსანიშნავია, რომ დღეს კომპანიაში ხელფასის დარიგების დღე იყო, ბუღალტერს ჰქონდა თანხა, რომელიც უნდა დაერიგებინა თანამშრომლებისთვის.