ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა საბაჟო წესების დარღვევის, საბაჟო კონტროლისაგან მალულად განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე დააკავეს სომხეთის მოქალაქე გრეტა სუკიასიანი, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს საბაჟო-გამშვებ პუნქტ "სადახლოზე" დაახლოებით 40 000 ლარის ღირებულების ძვირფასეულობა და სიუველირო ნაკეთობები მალულად გადმოჰქონდა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით