ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ახალი სამხედრო დოქტრინა, რომელშიც რუსეთისათვის სამხედრო საფრთხეებად დასახელებულია ნატოს გაფართოება და რაკერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები, რეალობას არ ასახავს.
"მინდა განვაცხადო, რომ ახალი დოქტრინა რეალურ სამყაროს არ ასახავს... ნატო რუსეთის მტერი არ არის. დოქტრინა კი არ ასახავს რეალობას და აშკარად ეწინააღმდეგება ყველა ჩვენს მცდელობას გავამჯობესოთ ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა", _ განაცხადა რასმუსენმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რუსეთის ახალ სამხედრო დოქტრინაში მკაფიოდაა გაწერილი ის პირობები, რომლის დროსაც შესაძლოა რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს.