აშშ-ში დიდთოვლობის გამო მოძრაობა პარალიზებულია. ამის შესახებ უცხოური მედია საშუალებები იუწყებიან.
დიდთოვლობის გამო განსაკუთრებით აშშ-ს აღომსავლეთ რეგიონი და დედაქალაქი, ვაშინგტონი დაზარალდა. მოძრაობა სრულიად პარალიზებულია მაგისტრალებზე, შეწყვეტილია აეროპორტების მუშაობა. მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
თოვა შაბათ საღამოს დაიწყო და ამ დრომდე არ შეჩერებულა. ვაშინგტონში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღემატება.
სინოპტიკოსების განცხადებით, დიდთოვლობა აშშ-ში რამდენიმე დღეს გასტანს.