უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მიიჩნევს, რომ უკრაინელ ხალხს დღევანდელი არჩევანისთვის შერცხვება.
"უკრაინელებს შერცხვებათ თავიანთი არჩევანისთვის, მაგრამ ეს დემოკრატიაა", - განუცხადა იუშჩენკომ დღეს ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, უკრაინამ უნდა ისწავლოს სამართლიანი და კანონიერი არჩევნების გამართვა, ამიტომაც დღევანდელი დღის მთავარი ამოცანაა, რომ უკრაინელებმა თავიანთ თავს დაუმტკიცონ, რომ შეუძლიათ ხელისუფლების დემოკრატიულად გადაბარება".
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელშიც უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი არ მონაწილეობს.