"რეგიონების პარტიის" ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, "არჩევნების მეორე ტური ქვეყანაში კრიზისის დაძლევისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება".
"უკრაინელმა ხალხმა დაიმსახურა უკეთესი ცხოვრება, ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ხმა მისცეს კარგ ცვლილებებს, სტაბილურ და ძლიერ უკრაინას", - განაცხადა იანუკოვიჩმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ არის უკრაინაში მოსალოდნელი არჩევნების მესამე ტურის გამართვა, მან განმარტა, რომ პრეზიდენტის გამოსავლენად ორი ტურიც საკმარისი იყო.
გარდა ამისა, მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური არის პირველი ნაბიჯი კრიზისის დასაძლევად "და ეს ნაბიჯი იქნება დამაჯერებელი".