უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კარვების ფონზე მიმდინარეობს.
პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩსა და იულია ტიმოშენკოს მომხრეებს კარვები დილიდან თითქმის ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან აქვთ გაშლილი.
ექსცესებისა და პიკეტირებების თავიდან ასაცილებლად ადმინიტრაციულ შენობებს დღეს 1 500 მილიციელი დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
არჩევანს ორ კანდიდატს: ვიქტორ იანუკოვიჩსა და იულია ტიმოშენკოს შორის 36 მილიონ 509 ათასი ამომრჩეველი გააკეთებს.
ჯერჯერობით დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.