დონეცკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე, რეგიონების პარტიის დონეცკის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ ანატოლი ბლიზნიუკი აცხადებს, რომ რეგიონში ამჟამად საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც შესაბამისი დოკუმენტიციის გარეშე "ცდილობდნენ საერთაშორისო დამკვირვებელთა ფუნქცია შეესრულებინათ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 17 იანვარს".
"ჩვენ სხვა და სხვა აზრი მოგვისმენია _ არიან ქართველები თუ არ არიან ქართველები. არიან ქართველები. მაგრამ მათ აქ არავითარი დოკუმენტები არ გააჩნიათ. სამასამდე ადამიანია. ერთი ჩამოვიდა სტუმრად, მეორე დასთან, მესამე კიდევ ვინმესთან. რა პრობლემაა? არავითარი პრობლემა! მათ აქვთ უფლება აქ იყონ, მაგრამ ისეთი განუკითხაობა მოაწყონ როგორისაც აქ პირველი ტურისას აპირებდნენ აქ 100 % არ იქნება", _ განაცხადა დღეს ანატოლი ბლიზნიუკმა.