ერაყელმა ტერორისტმა 27 შიიტი პილიგრიმი მოკლა. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება. ტერორისტული აქტი დღეს განხორციელდა. ბომბი მანქანაში იყო დამონტაჟებული და შიიტი მლოცველების კარბალადან ბაღდადში შესვლის დროს გააქტიურდა. აღნიშნული მსვლელობა იმამ ჰუსეინის, ცნობილი შიიტი რელიგიური ავტორიტეტის დღესასწაულს ეძღვნებოდა.
"გარდიანის" ცნობით დაიღუპა 27 და დაშავდა 60 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ თებერვალს თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა 54 შიიტი პილიგრიმის სიცოცხლე იმსხვერპლა