სამხედრო სამსახურში მყოფ პირებს სამედიცინო დაზღვევა აღარ ექნებათ. მაგრამ სამედიცინო მომსახურების გარეშე არ დარჩებიან. ეს პირობა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკა ციმცეიშვილმა დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დადო.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება სამხედრო პირებს დაზღვევას აღარ მისცემს. მაგრამ მათ სამედიცინო მომსახურებას მაინც უზრუნველყოფს. ეს კი, მისი თქმით, თავისუფლად განხორციელდება სამხედრო ჰოსპიტალისა და სამედიცინო ბატალიონის მეშვეობით.
რაც შეეხება სამხედრო პირების ოჯახის წევრების დაზღვევას, როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მათ დაზღვევა შეუნარჩუნდებათ.