ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპატრამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომელბმა ფალსიფიკაციის ფაქტზე დააკავეს ჯონი გოგოლაშვილი, რომელიც თავის კუთვნილ საწარმოში ამზადებდა სამშენებლო მასალას - წებო-ცემენტს და იყენებდა ცნობილი ბრენდის „ბეტეკის" სამარკო ნიშანს.
სამართლდამცველებმა დაადგინეს იმ სტამბის მონაცემებიც, სადაც მზადდებოდა ეტიკეტები ჯ. გოგოლაშვილის მიერ წარმოებული ფალსიფიცირებული წებო-ცემენტისთვის.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამრთლის კოდექსის 197-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.