ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე მყოფი კავშირგაბმულობის სპეციალისტები თანამგზავრული კავშირის, "ბელოზერის", ახალი პორტატული სადგურის ათვისებას შეუდგნენ, რომელიც შეიარაღებული ძალების გადაიარაღების პროგრამის ფარგლებში შეიყვანეს. ინფომაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ახალი სადგური თანამგზავრული რაიოკავშირის ქსელის ორგანიზაციას ეხება ნაწილებისა და დანაყოფების ინტერესების შესაბამისად, რომლებიც ძირითადი ძალებისგან დაშორებით მოქმედებენ. იგი ტექსტური შეტყობინებების გაგზავნისა, პლანეტის სხვადასხვა წერტილში მყოფ აბონენტებს შორის საუბრის საშუალებას იძლევა. ციფრული სადგური ზურგჩანთისხელაა.
აფხაზური მედია ასევე იუწყება, რომ აფხაზეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზის გადაიარაღება მომავალშიც გაგრძელდება.