ამერიკის შეერთებული შტატები რუმინეთს თავდაცვითი სისტემების მის ტერიტორიაზე განთავსების წინადადებისთვის მადლობას უხდის.
"მადლიერები ვართ, რომ რუმინეთმა გამოთქვა მზადყოფნა საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული თავდაცვითი შეიარაღების სისტემები განათავსოს. მიგვაჩნია, რომ ამ მიდგომით რუმინეთი გლობალური უსაფრთხოების საქმეში საკუთარ წვლილს შეიტანს", - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ქართველ ჟურნალისტებს.
"მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამა ხელისუფლებაში მოვიდა, ახალმა ადმინისტრაციამ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება სარაკეტო სისტემის განთავსება. ჩვენ შევიმუშავეთ ახალი მიდგომა, რომელიც მოკლე მანძილზე ტერიტორიების დაცვას და შორ მანძილზე უსაფრთხოებას ითვალისწინებს", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ სტეინბერგი ერთდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა. მას საქართველო რამდენიმე წუთის წინ დატოვა.