ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო ფარის ახალ არქიტექტურაში, რომლის მოწყობასაც აშშ გეგმავს არის გარკვეული სიძნელეები. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამავდროულად კაჩინსკიმ იმედი გამოთქვა, "რომ ყველა ეს სიძნელე დაიძლევა" და ეს აშშ-სთან დისკუსიის საფუძველზე მოხდება.
თავის მხრივ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა აღნიშნა, რომ არ არსებობს გაუწყვეტელი პრობლემა, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნისას.
ბაიდენის თქმით, აშშ-პოლონეთის ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს აშშ-ს მისწრაფება "უზრუნველყოს თავისი ევროპელი პარტნიორების უსაფრთხოება, რომელიც ერთობლივ ინტერესებს და პასუხისმგებლობის გადანაწილებას ეფუძნება.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის, რომლის მშენებლობასაც აშშ პოლონეთსა და ჩეხეთში აპირებდა, ნაცვლად ვაშინგტონი ვარშავას შМ-3 რაკეტების განლაგებას თავაზობს, რომელსაც უნარი შესწევს ჩამოაგდოს მცირე და საშუალო სიშორის რაკეტები.
აღნიშული ინფორმაცია პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ დაადასტურა.