უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიების სხდომებზე კვორუმის აუცილებლობის ნორმის გაუქმების შესახებ კანონი ძალაში შევიდა. აღნიშნული დოკუმენტი უკრაინელი პოლიტიკოსების დავის საგანია. დოკუმენტი საპარლამენტო გაზეთ "გოლოს უკრაინაშია" გამოქვეყნებული.
აღნიშნული კანონის მიღების წინააღმდეგ უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო გამოდიოდა, რომელიც 7 თებერვალს დაგეგმილი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეგიონების პარტიის ლიდერის ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ იბრძოლებს.
კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში ტიმოშენკომ თავისი მომხრების ქუჩაში გაყვანის პირობა დადო.
ამავე დროს მან მიმართა, ქვეყნის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს ვეტო დაედო კანონისთვის, რადგან კანონის ეს ნორმა "არჩევნების გაყალბებას უწყობს ხელს.