ჩინეთის ქალაქ ჩანჩუნის საავადმყოფოში საკეისრო კვეთის შედეგად 9 წლის გოგონამ 2 750 გრ. ბიჭი გააჩინა. მედიკოსები დედისა და ბავშვის მდგომარეობას "ნორმალურად" აფასებენ.
ამავე დრო, გარემოებები რომელთა დროსაც გოგონა დაფეხმძიმდა, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინური კანონმდებობის თანახმად, სქესობრივი კავშირი 14 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვთან ავტომატურად "გაუპატიურებად" ითვლება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჩინეთში მკვეთრად გაიზარდა ადრეულ ასაკში დაფეხმძიმების ფაქტები. შანხაის ჰოსპიტლის მონაცემებით, აბორტის 30 %-ზე მეტი სკოლის ასაკის გოგონებზე მოდის.
საინტერესოა, რომ რუსეთში ყველაზე ახალგაზრდა დედა 1930 წელს 6 წლის გოგონა გახდა. ამას გარდა, 2000 წლის აპრილში 8 წლის გოგონამ შვილი გააჩინა, რომლის მამაც 13 წლის ბიჭი იყო.