შეერთებული შტატები ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩევლის თემურ ბასილიას საქართველოში დეპორტაციას მოახდენს.
შესაბამისი მოთხოვნა ამერიკის საემიგრაციო სამსახურმა უკვე გასცა.
აღსანიშნავია, რომ ბასელია შეერთებული შტატებისგან პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვდა, რასაც საემიგრაციო სამსახური ბოლო ორი წელია განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ, სამსახურმა ბასელიასთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი თქვა და მისი დეპორტაცია მოითხოვა.
ბასელიას საქართველოში დეპორტაციის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამაზე ამ ეტაპზე კომენტარს არც საქართველოს შსს-ში აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ბასელიას საქართველოს მართლმსაჯულების მიერ რამდენიმე ბრალდების საფუძველზე თავისუფლების 9 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი. მასზე ძებნა ინტერპოლით იყო გამოცხადებული.