"მინდა, ევროპის ყველა სახელმწიფოს მოქალაქემ იცოდეს, რომ აფხაზეთი არასოდეს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში", _ ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ იტალიური ჟურნალის "Limes"-ის კორესპონდენტის, ჩეჩილია ტოზისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ინტერვიუში ხინთბა საუბრობს იმაზე, თუ "როგორ ახორციელებს თბილისის რეჟიმი დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობას გალის რაიონში" და აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ძალისხმევით როგორ გაუმჯობესებულია იქ საერთო მდგომარეობა.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ იტალიელი ჟურნალისტი ჩეჩილია ტოზი აფხაზეთის შესახებ ვრცელ მასალას ამზადებს, რომელშიც აფხაზეთის ე.წ. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების ინტერვიუებიც შევა.