ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ ქართული მხარე ე.წ. საზღვრის მთელს პერიმეტრზე სერიოზულ სამხედრო მზადებად ახორციელებს. ეს განცხადება მან ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას გააკეთა.
"ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ინფორმაცია საქართველოს დღევანდელი განზრახვების შესახებ. კერძოდ, ახალგორის რაიონის მოსაზღვრე ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებს. ყველა მოსაზღვრე ქართულ სოფელში იქმნება საწყობები სადაც ცეცხლსასროლ იარაღს ინახავენ", _ აცხადებს თიბილოვი.
მისივე თქმით, ზემოთნახსენები ღონისძიებები აღძრავს აზრს იმის შესახებ, რომ ეს მოქმედებები სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგაა მიმართული, "რომლებიც ორ დღეში რესპუბლიკის დაარსების 22-ე წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან".