ხვალ, 18 სექტემბერს, ცხინვალის რეგიონში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს ელიან. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი) ანტი ტურუნენი (გაერო) და პადრიგ მერფი (ეუთო) ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ოსური მხარის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგს განიხილავენ", _ იუწყება ოსური მხარე და აღნიშნავს, რომ დელეგაციის წაემომადგენლები გეგმავენ თირის მონასტრის მონახულებასაც.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ცხინვალის რეგიონში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები მიმდინარე წლის 18 ივლისს იმყოფებოდნენ. მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი კი მიმდინარე წლის 3 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.