ინციდენტი მოხდა ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფელ ფახულანში. რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართველი ბავშვები არ გაატარეს.
ბავშვები ფახულანის ერთ-ერთი თემის სკოლაში სწავლობენ.
რუსმა ოკუპანტებმა გალიდან ფახულანში გადასვლის უფლება მხოლოდ მერვე-მეცხრე კლასელ მოსწავლეებს დართეს.
ხოლო სოფელ საბერიოში მცხოვრები პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე რუსულ სკოლაში იძულებით წაიყვანეს.