ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტებისადმი მიძღვნილ წიგნზე მუშაობა დაასრულა. ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპატიო კონსულმა დიდ ბრიტანეთში, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა დოქტორ ჯორჯ ჰიუიტმა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიაჩესლავ ჩირიკბასთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ჯორჯ ჰიუიტმა ასევე აუწყა მინისტრს, იმის შესახებ, რომ იგი რამდენიმე წლის განმავლობაში მხარში უდგას და ეხმარება ახალგაზრდა მკვლევარს, მეტინ სომნეზს, რომელიც აფხაზეთის შესახებ ორ ინგლისურენოვან ინტერნეტგვერდს აკეთებს", _ იუწყება აფხაზური მხარე.