მიმდინარე თვის ბოლოს კრასნოდარის მხარის ერთ-ერთ პოლიგონზე სპეციალური-ტაქტიკული სწავლება ჩატარდება საბრძოლო ცეცხლის გახსნით. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფი. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
სწავლებაში დამუშავებული იქნება ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების "შტურმ-ს"-ის გამოყენება. სწავლების ბოლო ეტაპზე მონაწილეები დაახლეობით 30 პირობითი სამიზნის განადგურებას შეეცდებიან, რომელთა შორისაც იქნება იმიტირებული მოწინააღმდეგის ტანკები და მძიმე ტექნიკა.