რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის საფასური ძვირდება.
"2013 წლის 1-ლი იანვრიდან ფიზიკური პირები, რომლებიც ელექტროენერგიას საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოიხმარენ, 1 კილოვატში 60 კაპიკს გადაიხდიან", _ იუწყება აფხაზური მხარე. ეს დადგენილება აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო.
მათი ინფორმაციით, იურიდიული პირებისთვის და ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის საფასური 85 კაპიკს შეადგენს, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის კი - 30 კაპიკს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ბოლოს აფხაზეთში ელექტროენერგიის საფასური 5 წლის წინ გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ აფხაზეთში ფასმა პურპროდუქტებზედაც მოიმატა.