"არსად ჩართულობა აფხაზეთს არ სჭირდება და მასთან სხვა ურთიერთობების აწყობაა საჭირო. როგორი დასანანიც არ უნდა იყოს ევროკავშირისათვის, მთავარია აფხაზეთი რუსეთმა აღიარა",_ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდების ელჩთან პიტერ იან ლანგერბერგთან შეხვედრისას.
ამას გარდა, ალექსანდრე ანქვაბმა ელჩთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ლოზუნგი "ჩართულობა აღიარების გარეშე" - ცარიელი და არაფრისმომტანია.
"გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ ურთიერთობას აღარ გავაგრძელებთ იმ ევროპელ დიპლომატებთან რომლებიც თბილისში არიან აკრედიტებული. აფხაზეთი ამით უარეს დღეში არ იქნება. ჩვენ უკვე სხვა დროსა და სხვა განზომილებაში ვცხოვრობთ",_ აცხადებს ანქვაბი.