ინგა გრიგოლიამ დღეს ქუთაისელებს „ქრისტიან-დემოკრატების" პრიორიტეტები და საარჩევნო გეგმები გააცნო. შეხვედრის დროს მან მოუწოდა ქუთაისელებს „ქრისტიან-დემოკრატებისა" და გიორგი ახვლედიანის მხარდაჭერისკენ.
გრიგოლია ადგილობრივებს დაპირდა, რომ „ქრისტიან-დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში მათ შვილებს ექნებათ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება, მშობლებს დასაქმება, ხოლო პენსიონერებს დაფასება.
„ქუთაისელების მაჟორიტარობის კანდიდატი არის კაცი, რომელსაც ომშიც წავყვები, დაზვერვაშიც წავყვები, პოლიტიკაშიც წავყვები, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული, თავგანწირული და საიმედო.ქუთაისელებო ვინ უნდა აირჩიოთ სხვა თუ არა თქვენი მეგობარი გიორგი ახვლედიანი, რომელიც თავს დადებს თქვენი და თქვენი ოჯახების კეთილღეობისთვის" - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.