22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში~, ბრიუსელის დონორთა კონფერენციიდან ერთი წლის შემდეგ, მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს~ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი გახსნის. დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ გურჩიანი; ანგარიშს "დახმარების ზეგავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე~ წარადგენს ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას~ წარმომადგენელი ქეთი გუჯარაიძე; დონორებისა და მთავრობის გამჭვირვალობის ანალიზს საზოგადოებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს~ წარმომადგენელი ნინა ხატისკაცი გააცნობს.
ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ექნებათ, კითხვებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრი გვინდაძეს მიმართონ.