კიევის მიმდებარედ არსებული დასასვენებელი სახლები სავსეა ბოევიკებით, რომლებიც მზად არიან ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ მინისტრმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა.
"კვლავ "კარუსელი" კვლავ ხმის მიცემა სახლში, სადაც საარჩევნო ურნებში ათასობით ბიულეტენებს ყრიან, და ამის გადრა კიევის ირგვლივ დასასვენებელი სახლები, დასასვენებელი ბაზები გადაჭედილია ბოევიკებით, რომელბიც მზად არიან ხელისუფლების ხელში ჩაგდების ნებისმიერი ვარიანტისთვის", - განაცხადა იულია ტიმოიშენკომ.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონების პარტიის ლიდერის ვიქტორ იანუკოვიჩის მეთოდები 2004 წლიდან არ შეცვლია. თუმცა ტიმოიშენკომ განმარტა, რომ იანუკოვიჩი ვერ შესძლებს უკრანის ლიდერად გახდომას.
პრემიერმა იანუკოვიჩის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად და ბრძოლის მეთოდად სიმშვიდე, კანონის დაცვა და გაწონასწორებულობა დაასახელა.
"მშვიდად, გაწინასწორებულად, კანონიერად და მხოლოდ ერთი შესაძლებლობის გამოყენებით _ ეს არის ადამიანების დარწმუნება, ადამიანების გაერთიანება, რათა ისინი უკრაინის დასაცვად დადგნენ", _ განაცხადა ტიმოშენკომ.
შეგახსენებთ, რო უკრანისი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 თებერვალს გაიმართება და ერთმანეტს იულია ტიმოშენკო და ვიქტორ იანუკოვიჩი დაუპირისპირდებიან.