სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი აბულაძე საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში იმყოფებოდა და გუშინდელი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ პირადად მოინახულა განადგურებული სავარგულები და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
მოსახლეობასთან შეხვედრისას გიორგი აბულაძემ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა. შექმნილია სპეციალური კომისია და ყველა დაზარალებული მიიღებს კომპენსაციას.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს კახეთს სიტიქიის მორიგი ტალღა დაატყდა თავს. ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ბადიაურში, კაკაბეთში, ვერხვიანსა და ყანდაურაში ვენახები და სხვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაისეტყვა.