ხვალ, 19 აგვისტოს, 13:00 საათზე, ბახმაროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ფერიცვალებასთან დაკავშირებულ ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს დაესწრება. დღესასწაულის ფარგლებში მოეწყობა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ამავე დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება ჯგუფ „ზუმბალენდის" კონცერტი.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება ადგილობრივი ანსამბლების წევრებს და ხალხური რეწვის ოსტატებს.
14:00 საათზე, სახალხო დღესასწაული ტრადიციული დოღით გაგრძელდება, რომელსაც კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუაც დაესწრება