ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებისთვის პრაქტიკული კურსების გავლას თანამედროვე ლაბორატორიაში. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იურიდიული კლინიკა შეიქმნება, სადაც თსუ-ის მაგისტრანტები და სტუდენტები კრიმინალისტიკის უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან.
მემორანდუმს ხელი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დირექტორის მოადგილემ ვახტანგ კარგარეთელმა მოაწერეს.