საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომს ესტუმრა და იქ მშენებარე სასტუმროები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ბორჯომის პარკშიც იმყოფებოდა.
პრეზიდენტის "ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა ბორჯომში მიმდინარე მშენებარე და სარეაბილიტაციო სამუშაოსაც გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას, დამსვენებლებსა და ტურისტებს გაესაუბრა.