საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი აშშ-ის ევროპის სარდალ კონტრადმირალ მარკ მონტგომერს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო იმ შეთანხმების იმპლემენტაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას შორის იყო მიღწეული. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში ეხმარება.
კონტრადმირალი მარკ მონტგომერი აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორის მოადგილეა. მანამდე ამერიკელი კონტრადმირალი სამხედრო-საზღვაო ოპერაციების სტრატეგიულ სფეროს კურირებდა, რომლის მთავარი ფუნქცია სამხედრო-საზღვაო სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმარების დოკუმენტაციის განვითარება და განხორციელება იყო.